03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
სოციალურად დაუცველები კვლავ გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან

ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში შესახლებული სოციალურად დაუცველი 100-მდე ოჯახი კვლავ საცხოვრებელი ფართობის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დგას.

მერია მათ მუდმივ ალტერნატიულ ფართობს პჰირდება, თუმცა მანამდე ქირით გაყვანას სთავაზობს.

სოციალურად დაუცველების ერთი ნაწილი ქირით გასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ მერიის ამ შეთავაზებას არავინ არ დათანხმდება, რაც არ უნდა მყარი გარანტიები მიიღონ.

მოსახლეობის მეორე ნაწილი კი მერიისგან კონკრეტული პირობების დასახელებას ელოდება და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები