03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
სოციალურად დაუცველები საქველმოქმედო ფონდს უჩივიან

ხელვაჩაურში მცხოვრები სოციალურად დაუცველები საქველმოქმედო ორგანიზაციას უჩივიან. გუჩმანიძეები ფონდ „დოროთეა პარკელს“ ბრალს თაღლითობაში სდებენ. სოციალურად დაუცველები ამტკიცებენ, რომ 12 დეკემბერს გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მათ ოჯახს არ გადასცემია. ფონდში კი ამბობენ, რომ ოჯახი თანხას მას შემდეგ მიიღებს, რაც სატელეფონო ზარები დაითვლება. ფონდის წარმომადგნელის განმარტებით, გუჩმანიძე მათ აშანტაჟებს, ემუქრებიან ტელეფონითაც, რის გამო ხელვაჩაურის პოლიციას მიმართეს.

„მრავალშვილიან ოჯახს გადავეცით საჩუქრად სამი პორტატული კომპიუტერი, ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით და ავუხსენით, რომ ჯერჯერობით სატელეფონო ზარების რაოდენობა არ არის დაზუსტებული, რადგან კომპანიამ გვითხრა, რომ 4 იანვარს იქნება დაზუსტებული. ამის შემდეგ ეს თანხა ეტაპობრივად გადანაწილდებოდა სამ ოჯახზე. ამის შემდეგ ოჯახმა გამოიჩინა დიდი აგრესია და დაგვადანაშაულა ტყუილში,“ - ამბობს ფონდის წარმომადგენელი გიორგი ბუჩმანიძე.

დღის ამბები