19 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
საექსპერტო მოსაზრებას "რუსთავი 2"-ის ადვოკატები მტკიცებულებად გამოიყენებენ

სამართლის სპეციალისტისა და უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, თეიმურაზ თოდრიას საექსპერტო მოსაზრებას რუსთავი 2-ის ადვოკატები მტკიცებულებად გამოიყენებენ.

არხის იურისტებმა თოდრიას სამაუწყებლო კომპანიის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებების შეფასება სთხოვეს. სწორედ ეს დოკუმენტი გახდა დამატებითი არგუმენტი მხარისთვის, რის საფუძველზეც უზენაესი სასამართლოსგან საქმის წარმოებაში მიღებას ითხოვს.

თეიმურაზ თოდრიას საექსპერტო შეფასება რუსთავი 2-ის იურისტებმა უზენაეს სასამართლოში გუშინ შეიტანეს. დასკვნაში სამართლის სპეციალისტი მიუთითებს, რომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის გარიგება არ შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, მხოლოდ საბაზრო ღირებულებასთან შეუფერებელი ფასის გამო. სწორედ ამ საფუძვლით დავობს ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მფლობელებთან.

უზენაესის გადაწყვეტილებას ელოდებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმის განხილვისკენ მოუწოდებენ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე. 

დღის ამბები