19 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
ძალიან უცნაური იქნება უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმე არ მიიღოს განსახილველად - გიორგი გვილავა

ძალიან უცნაური იქნება უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმე არ მიიღოს განსახილველად, - ამის სესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერმა გიორგი გვილავამ განაცხადა.

რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს უზენაესი სასამართლო 5 სექტემბერს. თუმცა, გიორგი გვილავა მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლო უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს რუსთავი 2-ის სარჩელებზე გადაწყვეტილებას.

„ლოგიკური იქნებოდა თუკი დაელოდება უზენაესი საკონსტიტუციოს, ძალიან სამწუხარო პროცესები განვითარდა საკონსტიტუციო სასამართლოში. საქმე გვაქვს პლენუმის მხრიდან განგებ პროცესის გაჭიანურებასთან,“ - განაცხადა გიორგი გვილავამ.

დღის ამბები