ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლეები წნეხის ქვეშ არიან.
„ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროექტს სიცოცხლის რამდენიმე კვირა დარჩა, მოვუწოდებ ნუ შეხტებიან ჩაძირულ გემზე და ნუ მიიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი სინანულის მიზეზი გახდება,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილმა რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
„სამართლებრივი პროცესი დღევანდელი ხელისუფლების პროცესში ფარსად გადაიქცა, რომ რუსთავი 2-ის მფლობელი და მისი სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს. უზენაეს სასამართლოს და იმ მოსამართლეებს, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ მათ არა მხოლოდ პროფესიული ვალდებულებები აქვთ, არამედ მათზე დგას ამ ქვეყანაში დემოკრატიის, მომავლის ბედი.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, აკონტროლოს ყველა ინსტანცია. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოშლას პოლიტიკური სარჩული აქვს.