19 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
იხდიან მანტიას და იცვამენ შორტებს - ალექსი პეტრიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოზე საუბრობს

იხდიან მანტიას და იცვამენ შორტებს - თავისუფალი დემოკრატების ლიდერი საკონსტიტუციო სასამართლოზესაუბრობს და იქ მიმდინარე მოვლენებს აფასებს. 

ალექსი პეტრიაშვილმა შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

„სასამართლო სისტემაში ბასტიონი ბასტიონით ეცემა, ვხედავთ, როგორი ზეწოლის, კონტროლის ქვეშ არიან აყვანილები კონკრეტული მოსამართლეები. ადამიანები იხდიან მანტიას, იცვამენ შორტებს და გაყავთ ძაღლები სასეირნოდ, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანების ბედთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულონ," - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ ძალიან სერიოზული როლი უნდა ითამაშოს, რაც წინასაარჩევნო პერიოდისთვის ძლიან მნიშვნელოვანია.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის მფლობელების შეცვლა არჩევნებამდე ქვეყნის იმიჯს და სიტყვის თავისუფლების ხარისხს დააზარალებს. 

დღის ამბები