19 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც ხელისუფლებას აწყობს - დავით ჯანდიერი "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრი დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმე აუცილებლად უნდა მიიღოს განსახილველად. დავით ჯანდიერის მტკიცებით, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება „ერთმნიშვნელოვნად უკანონო გადაწყვეტილებად“ შეფასდება.

"თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც მიიღოს სარჩელი, რათა აჩვენოს, რომ თითქოსდა არსებობს ნათელი სარკმელი ამ სისტემაში და წინასაარჩევნო მესიჯი გაუშვას, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნება ისეთი მიღებული, როგორიც „ხელისუფლებას სურს.“

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, დავით ჯანდიერი ამ პროცესებში ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას ხედავს და ამბობს, რომ „საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი მთლიანად პარალიზებულია,“ - აცხადებს ჯანდიერი.

დღის ამბები