19 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
საჩივრის არ ცნობის შემთხვევაში, უზენაესი გააგრძელებს ნაჯახით მართლმსაჯულების განხორციელებას - დიმიტრი საძაგლიშვილი

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი დღეს უნდა განიხილოს.

გადაწყვეტილებას სასამართლო კოლეგია ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს.

სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატების თქმით, ახალი გარემოებების გათვალისწინებით, კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის ვერ იქნება და იმედს გამოთქვამენ, რომ საჩივრის მიღებაზე უზენაესი სასამართლო თანხმობას განაცხადებს.

“გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, უკვე ცნობილი გახდა, რომ თურმე ქიბარ ხალვაშის არასოდეს ყოფილა რუსთავი 2-ის წილები. შესაბამისად, კიდევ უფრო ნათელი გახდა ის გარემოება, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეიძლება მიეკუთვნოს რუსთავი 2-ის წილები მას. ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უზენაესმა სასამართლომ აუცილებლად დასაშვებად უნდა ცნოს ჩვენი საკასაციო საჩივარი და შემდეგ უკვე იმსჯელოს ჩვენი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ უზენაესი სასამართლო გააგრძელებს ნაჯახით მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და უკანონო,“- განაცხადა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

როგორც ცნობილია, რუსთავი 2-მა სკანდალური დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რუსთავი 2 არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები