19 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ "რუსთავი 2"-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი სასამართლომ საქმეს უნდა დაურთოს

რუსთავი 2-ის საქმეში ახალ დოკუმენტზე სამოქალაქო ორგანიზაციები საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ დოკუმენტმა უნდა შეცვალოს საქმის მიმდინარეობა.

"რა თქმა უნდა, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ კარგი იქნება, რომ სასამართლომ ეს დოკუმენტი დაურთოს,“- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თვამჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

ამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვიოს.

სამოქალაქო სექტორი ასევე მოელის, რომ უზენაესი სასამართლო რუსთავი 2-ის საქმეს წარმოებაში მიიღებს.

„ეს დავა დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი, დასაშვებობის კრიტერიუმი გაწერილია და ამ კრიტერიუმებს მოცემული სარჩელი აკმაყოფილებს. ველოდებით, რომ უზენაესი სასამართლო წარმოებაში მიიღებს ამ საქმეს,“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

საუბარია ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის 2010 წლის გერმანიაში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი, რომელიც რუსთავი 2-ზე პრეტენზიას აცხადებს, თავად აღიარებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის ყველა უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

დღის ამბები