03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
"ხდება საკითხით მანიპულირება," - მიხეილ გიორგაძე

კულტურის სამინისტროსთან საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, ისინი საბადოზე მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ. 

აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებასა და უშუალოდ კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს აკისრებენ, რომელმაც, მათი თქმით, "საყდრისის ნგრევას ხელი შეუწყო."

თავად კულტურის მინისტრი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით არის მიღებული. 

"რამდენი თვეა მიმდინარეობს ეს პროცესი ღიად და საჯაროდ. ალბათ, ყველაზე დიდი მიზეზი ამ მღელვარებისა არის, ერთი მხრივ, არასაკმარისი ჩართვა საზოგადოებისა ამ პროცესში და მეორე მხრივ, მაინც გარკვეული მანიპულირება ხდება," - აცხადებს მიხეილ გიორგაძე

სამინისტროსთან ამ დრომდე მიმდინარეობს აქცია, აქციის წევრებმა სიმბოლურად საყდრისიდან წამოღებული ქვები მიიტანეს სამინისტროსთან. კულტურის სამინისტროდან მათთან სასაუბროდ არავინ გასულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები