19 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ოქრუაშვილის მტკიცებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს თანხა პირადად გადაუხდა

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, წლების წინ რუსთავი2-ის სანაცვლოდ ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს თანხა პირადად გადაუხდა.

ამის შესახებ ოქრუაშვილმა ტვ პირველის ეთერშიც ისაუბრა.

მისივე განმარტებით, არხის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი აიღო ეროსი კიწმარიშვილმაც.

„დვალთან და აქიმიძესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა და, შესაბამისად, ჩემი მათთან გამოჩენა არ იქნებოდა შედეგის მომტანი. ამიტომ მოვძებნე მე ეს პიროვნება, ჯემალ იმნაიშვილი, რომელიც ახლოს იყო მათთან და მისი მეშვეობით ვაწარმოე მოლაპარაკება. დავითანხმე ეს ადამიანები, რომ გაეყიდათ 1 მილიონ 200 ათას დოლარად, რომლებიც დღეს ამბობენ, რომ მათ ფული არ აუღიათ, რაც ასე არაა. ჩემი ფული გადავუხადე. ეროსისთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი მე, მაგრამ მისთვის ფული მე არ გამისტუმრებია, ამა ვერ დავმალავ. ის ადამიანი თვითონ თუ ჩათვლის საჭიროდ, თვითონ ისაუბრებს ამაზე,“ - ირაკლი ოქრიაშვილი.

დღის ამბები