19 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
მე მიმაჩნია, რომ რუსთავი2 ეკუთვნის დავით დვალს - თინა ხიდაშელი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, რუსთავი2-ის მესაკუთრედ დავით დვალს მიიჩნევს.

ამის შესახებ განცხადება მან დღეს გადაცემა არჩევანში გააკეთა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის გარშემო მიმდინარე დავა საკუთრების დავაა.

„მე მიმაჩნია, რომ ტელევიზია ეკუთვნის დავით დვალს და იმ პარტნიორებს, ვინც იყვნენ მაშინ პარტნიორები. ის, რაც ხდება სასამართლოში, არის სამარცხვინო. დიახ, ეს არის საკუთრების დავა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლო არ არის სამარცხვინო,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დღის ამბები