19 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
რუსთავი2-ის ხელშეუხებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია - დავით უსუფაშვილი

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით უსუფაშვილი, რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ხელშეუხებლობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების ინტერსებში შედის.

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„თუ რაიმე საფრთხე შეექმნა არჩვენებამდე ან არჩევნების შემდგომ პერიოდში რუსთავი2-ს, ეს იქნება პრობლემა და სერიოზული საფრთხე საქართველო სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის. გვინდა თუ არა, დღეს ამ საქმემ შეიძინა ასეთი მნიშვნელობა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ პრემიერი და სხვებიც ამას კარგად გაისიგრძეგანებენ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რომელიც რუსთავი2-ს არ მიიჩნევს ობიექტურ ტელევიზიად, მაგრამ აცხადებს, რომ "დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველას აქვს უფლება, დაუშვას შეცდომები და თუნდაც ტყუილები თქვას“. 

დღის ამბები