19 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის თავისუფალი მედია აუცილებელია - "რუსთავი 2"-ის ექსკლუზიური ინტერვიუ

რუსთავი 2-მა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ NATO-ს გენერალურ მდივანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ის იცნობს, რუსთავი 2-ის საქმეს, თუმცა ინტერვიუს დროს ყურადღება გაამახვილა ზოგადად კრიტიკული მედიის მნიშვნელობაზე.

"ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვი მედიის თავისუფლების მნიშვნელობას. ვინაიდან, ეს არის ღია, დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი"- აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ NATO არჩევნებს ყურადღებით აკვირდება. 

"დემოკრატია და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. საქართველო ახლა სწორედ ამას აშენებს,"- აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა ექსკლუზიური ინტერვიუს დროს რუსეთის წვრთნების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო შეშფოთებულია.

"რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ეს არის მიზეზი, რატომაც მიიღო ნატომ უამრავი ზომა გაგვეძლიერებინა თავდაცვა და ყოფნა ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ორდღიანი ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა რამდენიმე საათის წინ დაასრულა და თბილისი დატოვა. ვიზიტის ბოლოს ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. 

ავტორი ნათია გოგსაძე

დღის ამბები