უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები შესაძლოა, არსებობდეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ადრეც იყო მსგავსი ბრალდებები ქვედა ინსტანციის შემთხვევაში და შემდეგ ჩვენ ვნახეთ შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებაზე აისახა, ასეთ ეჭვებს აქვს არსებობის საფუძველი. წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ასეთი დუმილი კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს,“- განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების აზრით, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს.
„კითხვის ნიშნებს აჩენდა ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვხედავდით და პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლო განცხადებები,“- განაცხადა სამოქალაქო განვითრების სააგენტოს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.