19 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო

უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2-ის" საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო.

გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სარჩელის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდება.

დღესვე სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტა, რომ მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე არ ადასტურებენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ზეწოლის შესახებ.

 

დღის ამბები