ქიბარ ხალვაში კი კატეგორიულად უარყოფს, რომ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა მას ეკუთვნის. ამის შესახებ კურიერთან ხალვაშის ადვოკატმა განაცხადა.
პაატა სალიას თქმით, იმისათვის, რომ ექსპერტებმა დაადასტურონ ვის ეკუთვნის ხელმოწერა, რამდენიმე ნიმუშია საჭირო. ადვოკატის განცხადებით, ქიბარ ხალვაში დოკუმენტს გაყალბებულს უწოდებს.
"ქიბარ ხალვაში კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს არის მისი ხელმოწერა. რაც შეეხება დასკვნას, როგორც წესი, ექსპერტებმა რომ სრულად შეძლონ 100%-ანი სიზუსტით თქვან, რომ ესა თუ ის ხელმოწერა ეკუთვნის ამა თუ იმ ადამიანს, ჭირდება რამდენიმე ნიმუში, შესაბამისად, ძალიან საეჭვოა, რომ ასეთი ნიმუშით შესაძლებელი ყოფილიყო 100%-იანი დასკვნის გაკეთება. ამ ეტაპზე ხდება, უბრალოდ გარკვეული ყალბი თუ სხვა ტიპის დოკუმენტებით მანიპულირება,“ - აცხადებს პაატა სალია.
საუბარია 2010 წელს რუსთავი 2-თან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნამდვილობაზე.