19 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
ხალვაშის დავა "რუსთავი2"-სთვის ოქრუაშვილის დოკუმენტის გამოჩენამდეც უკანონო იყო - ნინია კაკაბაძე

მედია ექსპერტების შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტის გასაჯაროებამდეც უკანონო იყო ქიბარ ხალვაშის დავა რუსთავი 2-სთვის, თუმცა ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა ოქრუაშვილის მიერ გასაჯაროებულმა შეთანხმებამ.

მათი აზრით, მნიშვნელოვანია საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს სასამართლომ, იმისთვის, რომ არ გაჩნდეს დამატებითი კითხვები. ასევე მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის საქმე ქვედა ინსტანციებში უნდა დაბრუნდეს.

„ქიბარ ხალვაშის დავა რუსთავი 2-სთვის იქამდე იყო უკანონო, ვიდრე ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი გამოჩნდებოდა. ვინაიდან, ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე მის მფლობელებს ისევე წაართვა რუსთავი 2, როგორც დღეს უნდა რომ მეორედ წაართვას. რა თქმა უნდა, აქ არის ხელისუფლების დაინტერესება, მაგრამ ჯერ კიდევ არის შანსი, რომ უზენაესმა სასამართლომ ეს საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

დღის ამბები