19 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა უზენაეს სასამართლოში - იურისტები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას ითხოვენ

რუსთავი 2-ის ადვოკატები უზენაეს სასამართლოს მიმართავენ. ტელეკომპანიის იურისტები მოსამართლეების წინაშე ახალ შუამდგომლობას აყენებენ ითხოვენ, რომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენით მოხდეს.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ამგვარ რეზონანსულ საკითხზე, რომელიც საზოგადოებაში დიდ ინტერეს იწვევს, განხილვა ღია სხდომაზე უნდა წარიმართოს.

„ჩვენს არგუმენტაციაში მოყვანილი გვაქვს კანონმდებლობის შესაბამისი საფუძვლები და ახსნილი გვაქვს ის გარემოებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული და პროცესი იყოს გამჭვირვალე. ასევე მნიშვნელოვანია, არ იყოს პროცესი დახურული და ქონდეს პრესას და მედიას დასწრების საშუალება, რაც არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. შესაბამისად თუკი უზენაეს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე ვფიქრობთ, რომ დაირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ასევე შეეზღუდება მედიას და პირველ რიგში ჩვენ, რომ გავაშუქოთ დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენ მივუთითეთ და შევახსენეთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან პრეცედენტული სამართლიდან საერთაშორისო საქმეები, რომლებიც ადგენს, რომ საქმეების ზეპირი განხილვის გარეშე განხილვა ითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.

დღის ამბები