საკონსტიტუციო სასამართლო ევროპის გავლენიანი ორგანიზაციის კრიტიკის ობიექტი ხდება. სავარაუდოდ რუსთავი 2 არის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რის გამოც, ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა სასამართლოს დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დააყენა.
ეს არის თითქმის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები ევროპის ავტორიტეტული ორგანიზაციის შესაფასებას ზეწოლის შესახებ ეთანხმებიან, თუმცა ამჯერადაც ურთიერთბრალდეების რეჟიმში.
ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის გზავნილი მთავრობას ეკუთვნის, რომელიც სასამართლოს საქმიანობასა და კონკრეტული საქმეების განხილვაში ერევა.
მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ კრიტიკის ადრესატი არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელისუფლებაა.
ვენეციის კომისიის ვიცე პრეზიდებნტმა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა ორი დღის წინ შეაფასა. მისი განცხადებით, ეს ინსტიტუტი დღეს შიდა და გარე ზეწოლას განიცდის.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.