03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
"თითოეულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება," - სასჯელაღსრულების მინისტრი ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება და ციხეებში პატიმართა სუიციდისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სახალხო დამცველის შენიშვნებს პასუხობს.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ძიებაშია არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტი და გამოძიების შედეგი საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.

„თითოეულ ფაქტზე მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ნათელი მოეფინება იმ ფაქტს, რასაც სახალხო დამცველი ხაზს უსვამს. შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა სუიციდის, შარშან ექვსი იყო,” - განაცხადა მინისტრმა.

თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ერთით მეტი მაჩვენებელიც შემაშფოთებელია და მოუწოდებს სამინისტროს უფრო მეტად დახვეწოს ის პროგრამები, რომელიც პატიმართა სათანადო მოპყრობის აღმოფხვრას ემსახურება და რომელიც განხორციელების პროცესშია.

„ერთიც გაზრდაც გაზრდა არის, რაც არ უნდა მცირე მაჩვენებელი იყოს,” - ამბობს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველს 18 რეკომენდაცია აქვს გაგზავნილი პროკურატურაში, თუმცა, როგორც მის უწყებაში აცხადებენ, სათანადოდ გამოძიება ჯერ არც ერთ ფაქტზე არ ჩატარებულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები