03 ოქტომბერი 2024,   13:14
ვრცლად
ევროკავშირი ციხეების მონიტორინგის ფოტო-ვიდეოგადაღების მომხრეა

ევროკავშირი მხარს უჭერს სახალხო დამცველის მოთხოვნას, რომ ეროვნული პრევენციის მექანიზმს მიეცეს საშუალება განახორციელოს ციხეებში მონიტორინგის პროცესის ფოტო-ვიდეოგადაღება. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ადამიანის უფლებადა დაცვის ატაშემ ევა პასტრანამ სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის შეჯამების შემდეგ გააკეთა.

ევროპელი დიპლომატის განმარტებით, აშკარაა სიკვდილის ფაქტების შემცირება საპატიმროებში, თუმცა მაინც იწვევს შეშფოთებას ბრალდებები არასათანადო მოპყრობის თაობაზე.

„რა თქმა უნდა, ნაკლები ადამიანი იღუპება ციხეში, ვიდრე ეს თუნდაც 2 წლის წინ იყო, თუმცა შეშფოთების საგანია ბრალდებები არა სათანადო მოპყრობისა და სიკვდილიანობის იმ ფაქტების შესახებ, რომელსაც კვლავ აქვს ადგილი ციხეში და ჯერჯერობით არ გამოძიებულა სათანადოდ. ყველა ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული და სწორედ ამიტომ ევროკავშირი უერთდება ომბუდსმენის მიზანს, რომ ეროვნული პრევენციის მექანიზმს მიეცეს საშუალება აღბეჭდოს, ჩაიწეროს და ფოტოგადაღება განახორციელოს სასჯელაღსრულების სიტემის მონიტორინგისას,” - განაცხადა პასტრანამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები