რამდენიმე თვის შემდეგ სოციალურ ქსელებში და შემდეგ ქართულ მედიაში ნიკა გვარამიას კიდევ ერთი პირადი საუბარი გამოაქვეყნეს.
Youtube-ზე ატვირთული ჩანაწერი ქართულ მედიაში მალევე გავრცელდა. ჩანაწერში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე საუბრობენ.
მასალის ავთენტურობა მალევე ნიკა გვარამიამაც და პაატა ბურჭულაძემაც დაადასტურეს. ბურჭულაძის პარტიაში ამბობენ, რომ მასალა დამონტაჟებულია, თავად პარტიის ლიდერს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალის გავრცელებიდან რამდენიმე საათში რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მედიის კითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ იმაზე ისაუბრა რა მიზანი ჰქონდა ამ ჩანაწერის გავრცელებას და ვინ შეიძლება უსმენდეს და ფარულად უთვალთვალებდეს ტელევიზიის დირექტორსა და ოპოზიციის ლიდერს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ სკანდალური ჩანაწერის გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფენ. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით კი, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების გამო საქმე აღიძრა.
გამოძიების დროულად ჩატარებას ითხოვს ძალოვანი უწყებებისგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
ავტორი ნათია ტრაპაიძე