19 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - არხის იურისტები მერაბ ტურავას და ოთარ სიჭინავას აცილებას ითხოვენ

რუსთავი 2-მა ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. სამაუწყებლო კომპანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილებას ითხოვს.

კერძოდ რუსთავი 2-ის იურისტები ითხოვენ, რომ საქმიდან აცილებულ იქნას მოსამართლეები მერაბ ტურავა და ოთარ სიჭინავა. შუამდგომლობის მიზეზი მოსამართლეების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები გახდა. 

შუამდგომლობა სასამართლოში სამაუწყებლო კომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა წარადგინა. 

 

დღის ამბები