19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილ მაღალჩინოსნებს ევროპარლამენტარები შეხვდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილ მაღალჩინოსნებს ევროპარლამენტარები შეხვდნენ. ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

„სამივე პატიმარი საღ გონებაზეა და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ გაუძლონ უსამართლობას, რომელსაც ახლა განიცდიან. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშნველოვანია და ნამდვილად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას როგორც ქვეყნის, რომელიც ევროპულ გზას ადგას,“- განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, სანდრა კალნიეტემ.

ევროპარლამენტარებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებიც გააკრიტიკეს და მედიის თავისუფლების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

„მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი სისტემა იყო დამოუკიდებელი, საკონსტიტუციო სასამართლო არ განიცდიდეს ზეწოლას. საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამ სასამართლოსთან მიმართებით ძალიან მოკლე დროში განხორციელდა, არ იყო კარგი ნიშანი რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციაა ნებისმიერ ქვეყანაში.

"დღევანდელ შეხვედრებზე ვიმსჯელეთ მედიის დამოუკიდებლობის საკითხზეც. მედიის თავისუფლება დაცული უნდა იყოს ყველა ქვეყანაში, რომელიც იზიარებს იმავე ღირებულებებს რაც ევროპაში გვაქვს, ეს იყო გზავნილი, რომელიც ყველა ოფიციალურ პირს გადავეცით. რაც შეეხება რუსთავი 2-ს, კარგია რომ უზენაესმა სასამართლომ ამ საკითხის განხილვა დაიწყო,“- აღნიშნა სანდრა კალნიეტემ. 

დღის ამბები