19 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისა და სამართლებრივი სისტემისთვის - სანდრა კალნიეტე

რუსთავი 2-ის საქმე არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისა და სამართლებრივი სისტემისთვის,"- კომენტარი ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა არხის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარების დელეგაციას ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის მიყურადების საქმეზე მიაწოდა.

"კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ რუსთავი2-ის საქმე არის ლაკმუსის ტესტი საქართველოს ხელისუფლებისა და სამართლებრივი სისტემისთვის. თუ ამ საქმის მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ იქნება საჯარო წვდომა, ამას მთელ მედიასა და მის თავისუფლებაზე ექნება გავლენა ქვეყანაში. ჩვენ ევროპარლამენტში ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, ვესაუბროთ იმავე მფლობელებს, ვინც ახლა რუსთავი2-შია. მე არ მაქვს საკმარისი კომპეტენცია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა თუ ევროპული ქვეყნების დიპლომატებთან საუბრის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსთავი2-ის საქმეზე გარკვეული პოლიტიკური ზეწოლა არსებობს.

"რაც შეეხება მოსმენებსა და სატელეფონო საუბრების გავრცელებას, ეს სრულიად უკანონოა და ევროკავშირის ღირებულებებიდან გამომდინარე,  ყოვლად მიუღებელი," - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა, სანდრა კალნიეტემ.

რუსთავი2-ში სტუმრობამდე ევროპარლამენტარები საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.

დღის ამბები