19 ნოემბერი 2024,   14:27
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმე - ტელეკომპანიის იურისტები 2 მოსამართლის აცილებას ითხოვენ

რუსთავი2-ის ადვოკატებმა მოსამართლეთა აცილების შესახებ ოფიციალური შუამდგომლობა სასამართლოში უკვე შეიტანეს. ისინი საქმიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას, ჩამოშორებას ითხოვენ.

აცილების მოთხოვნის მთავარი საფუძველი ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ორი მოსამართლის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები გახდა, რომლის გამოც, არხის იურისტებს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებაში ეჭვი შეაქვთ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრთა სკამებს ოქტომბრიდან მოსამართლეთა ახალი შემადგენლობა დაიკავებს. 4 ვაკანტური ადგილიდან 2-ზე კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დაასახელა.

დარჩენილ ორ პოზიციაზე კი ახალი მოსამართლეები პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ უნდა წარადგინოს. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ კვალიფიციური კანდიდატურის დასახელება გარკვეულ წრეებში კითხვებს ბადებს.

 

 

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, მარიამ გაფრინდაშვილი. 

დღის ამბები