რუსთავი2-ის საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვის აუცილებლობაზე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ევროპარლამენტარებმა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორისგან მოისმინეს. ევროპელმა დეპუტატებმა ინფორმაცია ფარული მიყურადების საქმეზეც მიიღეს და მიუღებლად შეაფასეს.
ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილი მაღალჩინოსნები მოინახულა და მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ისაუბრა.
საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პრემიერთან, საგარეო და იუსტიციის მინისტრებთან, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერთან შეხვედრისას ისაუბრეს.
წინასაარჩევნო გარემო იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი ევროპარლამენტარების ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში არჩევნების წინ, ვითარების შესასწავლად ჩამოვიდა.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი