რუსთავი 2-ის საქმე ერთ-ერთი მთავარი საკითხია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მედიის 4 წლიან ანგარიშში. არასამთავრობო ორგანიზაცია დოკუმენტს დღეს გამოაქვეყნებს. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში ამბობენ, რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით მათ კვლავ აქვთ პასუხგაუცემელი კითხვები, როგორც საქმის სასამართლო მიმდინარეობის, ასევე მისი პოლიტიკური მოტივაციის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ვითარება მედია სფეროში პლურალიზმის მხრივ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა პრობლემები ისევ რჩება.
„2014 წლიდან უკვე გამოჩნდა ის პრობლემები, რომლებიც დღესაც დგას დღის წესრიგში. საუბარია მედიის მფლობელების ცვლილებებზე, იგივე რუსთავი 2-ის საქმე. მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ის მფლობელობის დავა დაიწყო, ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა ძალიან სერიოზული კითხვები სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ეს კითხვები ისევ დღის წესრგშია. ჩვენ გვაქვს ასევე კითხვები პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით, რომელშიც ეს საქმე განიხილებოდა,“-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია პროექტების კოორდინატორმა ნინო რობაქიძე