19 ნოემბერი 2024,   14:42
ვრცლად
"ამ დავის უკან პოლიტიკური დაინტერესებაა" - ეკა გიგაური "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს

ამ დავის უკან პოლიტიკური დაინტერესებაა - ეს განცხადება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

რუსთავი 2-ის საქმეზე საუბარია, არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც მედიის თავისუფლების ეხება.

საერთაშორისო გამჭვირვალობის წევრები ქართული ოცნების მმართველობის პირობებში მედია თავისუფლების განხილვისას რუსთავი 2-ის საქმეს საკვანძო საკითხად მიიჩნევენ.

„ზოგადად ის, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ის, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული, ზოგ შემთხვევაში ზოგიერთი დებულებები ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას და ასევე ხდებოდა ამ გადაწყვეტილებით სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, ეს ცხადყოფს იმას, რომ ამ დავის უკან პოლიტიკური დაინტერესებაა, შესაბამისად რა თქმა უნდა ეს არის პრობლემა,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

ვრცელი შენიშვნებისა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ,  კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ვითარება მედია სფეროში პლურალიზმის მხრივ უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა პრობლემები ისევ რჩება.

„საუბარი იყო ძალიან ბევრ და სხვადასხვა ტიპის პრობლემებზე. მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა იყო საჯარო მოხელეების, საკმაოდ მარალი თანამდებობის პირების მხრიდან ღია განცხადებები რუსთავი 2-ის, როგორც ჟურნალისტებთან, ასევე სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ძალიან პრობლემურად ვთვლიდით. ასევე პრობლემა იყო სასამართლოში უკვე საქმის მიმდინარეობა და ჩვენ ამაზე უკვე როდესაც სასამართლო სასჯელაღსრულების სისტემის შეფასებაზე ვიმსჯელეთ, იქაც გავაკეთეთ აქცენტები, ესეც პრობლემატური საკითხები,“-განაცხადა განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მედია პროექტების კოორდინატორმა ნინო რობაქიძემ.

დღის ამბები