19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმით დაინტერესებული, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები - ახვლედიანი დუმილის დარღვევას გეგმავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე დუმილის დარღვევას გეგმავს. მამუკა ახვლედიანი უახლოეს მომავალში დაასახელებს იმ პირებს, ვინც დღეს რეალურად ჩართულია სასამართლოს მართვაში.

თავად ახვლედიანის სარჩელზე გადაწყვეტილება 28 სექტემბერს გამოცხადდება, თუმცა პროცესის მოგების შემთხვევაშიც, მოსამართლე სისტემაში დარჩენას აღარ აპირებს.

ახვლედიანი აცხადებს, რომ სასამართლო დღეს რამდენიმე კლანის მიერ იმართება. თუმცა, კლანურ მმართველობასთან ერთად, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე სისტემაში არსებულ კორუფციაზეც საუბრობს.

ახვლედიანი მომავალში კონკრეტულ ფაქტებს და გვარებსაც დაასახელებს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ბიზნესმენებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმეშიც.

ავტორი ნათია ტრაპაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები