ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ კურიერის პირდაპირ ეთერში სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ზაზა ხატიაშვილმა რუსთავი 2-ის საქმეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „სასამართლო სისტემამ სამოქალაქო საზოგადოების თვალში კოლაფსი განიცადა.“
ხატიაშვილმა სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანურ დაჯგუფებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსამართლეების მიერ არის შექმნილი დაჯგუფებები. მისი განცხადებით, ლევან მურუსიძე არის მეიშვილისა და ცერცვაძის კლანის შემადგენელი ნაწილი. ხატიაშივლის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საქმე ცერცვაძის კლანს ჰქონდა ჩაბარებული.
"რუსთავი 2-ის საქმე ყველაზე ალოგიკური საქმე იყო სამართლებრივი შეფასებით. არნახულ სიბინძურეს ჰქონდა ადგილი... კლანური ინტერესი რუსთავი 2-ის საქმეში არსებობს და იარსებებს, სანამ ამ ქვეყანში იქნება ფეოდალური აზროვნება. სასამართლოს მურუსიძეების კლანი მართავს,“- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.