03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
უმრავლესობის ნაწილი კლდიაშვილის დაკავების ფაქტს აკრიტიკებს

„თუ ვცდები, დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ არამგონია, ვცდებოდე. ამ საქმის პროკურორი არის ხარებავა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოირჩეოდა ასეთი საქმეების შეკერვით და ამათი ციხეში ჩასმით,“ - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი, IDFI-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი კლდიაშვილის დაკავების საკითხს.

"ამ ფაქტზე დამნაშავე ყველა პირი უნდა დაისაჯოს. ეს არის ტვინებში არსებული საბჭოთა კავშირი, რომელიც მათი თავიდან ვერ გამოიტანეს,“ - ამბობს ხიდაშელი. 

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, გედევან ფოფხაძე, განმარტავს, რომ  ნებისმიერი სანქცია უნდა იყოს  იმ საზოგადოებრივი საფრთხის თანაზომიერი, რაზეც საუბარია ბრალდებაში.

„ამ შემთხვევაში  თუ ძიებამ რაიმე დანაშაულის ჩადენა დაინახა, ვერ ვხედავ, რა არგუმენტებით შეეძლო მას, ეხელმძღვანელა,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ბრალდებით IDFI-ის ხელმძღვანელი გუშინ დააკავეს და მტკიცებულებების არარსებობის გამო ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გამოძიების დასრულებამდე კლდიაშვილმა საკუთარი ნებით დატოვა ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები