03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
კავშირი კლდიაშვილის დაკავებასა და არასამთავრობოებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას შორის

"საერთაშორისო გამჭვირვალობა  - საქართველოს" აღმასრულებელი დირექოტრი, ეკა გიგაური, IDFI-ის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს აფასებს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული საჯარო სექტორის არასათანადო დამოკიდებულების შედეგია.

გიგაურის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ საუბრობდნენ პოლიციელები იმაზე, თუ რა საქმიანობით არის კლდიაშვილი დაკავებული და არის თუ არა ის ჩართული საზოგადოებრივ აქტივობებში.

„ეს არის იმის შედეგი, თუ როგორ საუბრობს პრემიერი და სხვა მაღალჩინოსნები არასამთავრობოებზე. ის, რომ ღარიბაშვილმა ზოგიერთ არასამთავრობოს "ძირგამომთხრელი" და "ქვეყნის იმიჯისთვის საფრთხის შემქმნელი" უწოდა, ლოგიკურია, რომ ასეთი განწყობაა არასამთავრობოების მიმართ საჯარო სექტორში,“ - აღნიშნა გიგაურმა „კურიერთან“ საუბრისას.  

ამავე თემაზე
დღის ამბები