03 ოქტომბერი 2024,   13:13
ვრცლად
რატომ არის ფეხებდაჭედილი 40 წლის პატიმარი?

გლდანის მერვე დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი, 40 წლის მსჯავრდებული უკვე ათი დღეა, ფეხებდაჭედილია.

მისი თქმით, პატიმარი ხვიჩა ლიქოკელი განაჩენის გადახედვას მოითხოვს. ის რამდენიმე თვის განმავლობაში შიმშილობდა კიდეც. ოჯახის წევრების მტკიცებით, ხვიჩა ლიქოკელი უსამართლოდ არის დაკავებული და მას მისჯილი აქვს  6 წლით თავისუფლების აღკვეთა ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის.

პატიმრის შესახებ განცხადება დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმაც გააკეთა.

გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ პატიმრებს მაქსიმალურ ყურადღებას აქცევენ და მათ ყველანაირი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. თუმცა, კონკრეტულ  შემთხვევაზე მინისტრმა კომენტარი არ გააკეთა.  

დღის ამბები