03 ოქტომბერი 2024,   13:10
ვრცლად
IDFI-ის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. გიორგი კლდიაშვილმა ეს გადაწყვეტილება მის მიმართ მიმდინარე გამოძიების გამო მიიღო.

კლდიაშვილი სამართალდამცველებს ორი დღის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული, რასაც არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ უმრავლესობის პროტესტიც მოჰყვა.

თინა ხიდაშელი იმ პირების დასჯას მოითხოვს, რომლებმაც, მისივე მტკიცებით, კლდიაშვილის დაკავებისას უფლებებს გადაამეტეს.

სამოქალაქო სექტორის ბრალდებებს შინაგან საქმეთა სამინიტროში არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა. თუმცა, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით არასამთავრობოებს საკუთარი მოსაზრება აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები