19 ნოემბერი 2024,   14:38
ვრცლად
აქ კონკრეტული საუბარია გადატრიალებაზე "რუსთავი 2-ის" ჩართულობასთან დაკავშირებით - კალაძე აუდიო ჩანაწერზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება. კახა კალაძე აცხადებს, რომ გუშინ საზოგადოებამ ამ სატელეფონო საუბრის სახით ძალიან მძიმე შინაარსის განცხადებები მოისმინა "გაკოტრებული პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან."

თუმცა, კალაძე აქვე აცხადებს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა.

"თუმცა, ოპონენტების გარკვეული ლიდერებს უკვე ავთენტურობაც გამოვლენილი აქვთ, ექსპერტობაც შეთავსებული აქვთ," - აცხადებს კახა კალაძე.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი რუსთავი 2-ზეც საუბრობს. მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკური ძალა არხს იარაღად იყენებს საკუთარი ბნელი ზრახვებისთვის.  

"აქ არის კონკრეტული საუბარი გადატრიალებასთან დაკავშირებით, კონკრეტული ტელევიზიის - რუსთავი 2-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმეა და რუსთავი 2-ს იყენებენ იარაღად თავისი ბნელი ზრახვების განსახორციელებლად. რაც შეეხება შინაარსს, ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ, რომ ეგზიტპოლზე იყო საუბარი და ზოგადად, რა ხდება, ალბათ რუსთავი 2 გააკეთებს ისეთ კვლევის გამოქვეყნებას, რომელიც იქნება გაყალბებული, რომელსაც ატარებს თარხნიშვილი და მისი ცოლი. ეს ადამიანები არიან ცნობილი, როგორც გამყალბებლები," - აღნიშნავს კახა კალაძე.

ის მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარზე საუბრობს.

"კვლევაში იქნება მოცემული პარტიების რეიტინგები, სადაც ალბათ, ნაციონალური მოძრაობა გაუსწრებს ქართულ ოცნებას ან შეიძლება, ცოტათი გაუსწროს ქართულმა ოცნებამ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ნიადაგი მოამზადონ, შემდეგ არჩევნების დღეს ეგზიტპოლები იქნება და რეალური შედეგი რაც დაიდება და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, იმ განწყობებით და დამოკიდებულებით, რაც საზოგადოებაში არის, რომ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ლიდერობს და ჩვენი გუნდის გამარჯვება გარდაუვალია, ისინი ეცდებიან, რომ ტელევიზიის მეშვეობით შექმნან ისეთი განწყობა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ეს არის სრული სურათი ნაციონალური მოძრაობის ჩანაფიქრის," - აცხადებს კალაძე. 

 

დღის ამბები