19 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ გახმაურებულ საქმეებზე შესაძლოა დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადოს

საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლოა რუსთავი 2-ის ან სხვა გახმაურებულ საქმეებზე რაიმე გადაწყვეტილება გამოცხადდეს.

დღეს სასამართლოს ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილი.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა საქმეებზე გამოცხადდება გადაწყვეტილება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლეები კომენტარს არ აკეთებენ.

ასევე ამ დრომდე უცნობია იქნება თუ არა პირველი კოლეგიის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებებს შორის სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ორ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ეხება დაუყოვნებლივ აღსრულებას და ასევე დროებით მმართველებს. ამ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია სათათბიროდ უკვე რამდენიმე თვე გასულია.

პლენუმის ამ შემადგენლობამ მუშაობა უკვე დაასრულა, შესაბამისად გახმაურებულ საქმეებზე, როგორიცაა გიგი უგულავას, ე.წ. კაბელების და რუსთავი 2-ის საქმეები, პლენუმი გადაწყვეტილებას არ გამოაცხადებს.

მიზეზებზე თუ რატომ ვერ მოხერხდა აღნიშნულ საქმეებზე გადაწყვეტილებების გამოცხადება, მოსამართლე ოთარ სიჭინავას, რომელსაც ვადა ამოეწურა, კომენტარის გაკეთება არ სურს.

„მე არ ვფიქრობ, რომ უნდა ვმეორდებოდე ათჯერ ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც უკვე ვისაუბრე მათ შორის ამ თვეების განმავლობაშიც,“ - განაცხადა სიჭინავამ.

დღის ამბები