19 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებების გამოცხადების განრიგს აქვეყნებს - მათ შორის არის რუსთავი 2-ის საქმეც

საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციურ  სარჩელებზე გადაწყვეტილებების გამოცხადების განრიგს აქვეყნებს. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილებები 14:00 საათიდან 15:00 საათამდე გამოცხადდება.

მათ შორისაა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2ტელეკომპანია საქართველოს სარჩელებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. 

"N675,681    (მოსარჩელე -  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, შპს „ტელეკომპანია საქართველო“; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინადადება, 271-ე მუხლი, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება),"-ნათქვამია განცხადებაში. 

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წევრი მერაბ ტურავა აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კოლეგია რუსთავი 2-ის საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადებას დღეს გეგმავს. მისი განმარტებით, მოსამართლეები ამ საკითხზე არ შეთანხმებულან. შესაბამისად, უცნობია დაესწრება თუ არა პროცესს მოსამართლე მერაბ ტურავა. 

  

დღის ამბები