19 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"ჩვენ ვატარებთ ეგზიტპოლებს კეთილსინდისიერად, ვაქვეყნებთ იმას, რასაც გვაძლევს GFK"- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია GFK-ის კვლევასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

„სასაცილოა უბრალოდ ხელისუფლებას შალვა რამიშვილი რომ ჰყავს მოკავშირედ, შალვა რამიშვილიც დასაცინია და ხელისუფლებაც. არ მინდა შალვა რამიშვილზე ის შეფასება გავაკეთო, რასაც ის იმსახურებს და რასაც მასზე ვფიქრობ, მისი მეუღლე ჩემი მეგობარია, ვუფრთხილდები მის შვილსაც. ჟღალი, პატარა და საყვარელი შვილია, ამის გამო არ ვიტყვი, რასაც შალვა რამიშვილზე ვფიქრობ,"- აღნიშნა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიას თქმით, შალვა რამიშვილი დიდ ხნის განმავლობაში კომუნიკაციაში იყო მათთან და ფასიან მომსახურებას სთვაზობდა ქართული ოცნების წინააღმდეგ, თუმცა, რუსთავი 2-მა ამ ურთიერთობაზე უარი განაცხადა. გვარამიას თქმით, რამიშვილმა ამ შეთავაზებით ქრონიკა პლუსის რედაქტორი ელისო კილაძეც კი გამოაგზავნა, თუმცა, ისიც უარით გაისტუმრა.

„შალვა რამიშვილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენთან კომუნიკაციაზე და გვთავაზობდა მის ფასიან მომსახურებას ოცნების წინააღმდეგ. ჩვენ მასთან ეს ურთიერთობა არ დავიჭირეთ, მას ბოლოს გამოგზავნილიც ჰყავდა ელისო კილაძეც ამ შემოთავაზებებით, ის უარით გავისტუმრეთ და თქვით, რომ მისი დახმარება არაფერში გვჭირდება, როგორც ჩანს ბატონმა შალვამ საბოლოოდ პატრონი იპოვა.

„აბსურდია ამ დოკუმენტებით აპელირება, რეზულტატები მომდის იმეილით, საჯაროვდება მეორე დღეს, მეტი ჩვენთვის ამ საკითხზე არაფერია ცნობილია, უარვყოფთ, რომ ეგზიტპოლები გაყალბდება, საერთოდ არ მესმის, რატომ არის გადაჭარბებული შეფასება ეგზიტპოლების მნიშვნელობის. წარმოუდგენელია ის ისტერიკა ამ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლებას აქვს. თუ ეს ეგზიტპოლები იქნება ყალბი, ნახევარ დღეში გვეცოდინება ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი რეზულტატების მეშვეობით. ჩვენ ვატარებთ ეგზიტპოლებს კეთილსინდისიერად, ვაქვეყნებთ იმას, რასაც გვაძლევს მსოფლიოში ცნობილი GFK, რომელსაც ჩვენთან თანამშრომლობისას არცერთი მონაცემი უზუსტო არ მოუცია," - აცხადებს ნიკა გვარამია. 

არხის გენერალური დირექტორის  თქმით, 6 ოქტომბერს GFK-ს ექნება პრეზენტაცია და საველე მკვლევარებს წარმოადგენს.

"ჩვენ ვართ მხოლოდ კომპეტენტურები იმ ნაწილში, რა შედეგებსაც ვიღებთ იმეილით წინა დღით, ვიდრე გამოვაქვეყნებთ,"- განმარტავს ნიკა გვარამია. 

 

 

დღის ამბები