03 ოქტომბერი 2024,   13:11
ვრცლად
დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ლუგანსკის ოლქიდან კიევში გადაასვენებენ

უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ მოწყობილი ჩასაფრების შედეგად დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს, ალექსანდრე გრიგოლაშვილს, კიევში ხვალ გადაასვენებენ.

ამის შესახებ "რუსთავი2"-ს "ქართული ლეგიონის"მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, განუცხადა. 

მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქიდან დაღუპული ჯარისკაცის სამშობლოში გადმოსვენება კვირას იგეგმება. 

შეგახსნებთ, რომ  ალექსანდრე გრიგოლაშვილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 

სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება გუშინ მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები