03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაცია "რუსთავი2"-ს "ქართული ლეგიონის" მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, დაუდასტურა.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 

სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება გუშინ მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. 

 

დეტალები "კურიერში", 6 საათზე.  

 

 

 

დღის ამბები