03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა

ქართველი ჯარისკაცი უკრაინაში, სავარაუდოდ, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

ამის შესახებ „რუსთავი2“-თან  საუბრისას  „ქართული ლეგიონის“  მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, ბრძოლა,  რომელსაც ალექსანდრე გრიგოლაშვილი ემსხვერპლა ფრონტის ხაზზე, რამდენიმე საათს გაგრძელდა და ქართველ მებრძოლს სასიკვდილო ჭრილობა, სავარაუდოდ, სნაიპერმა მიაყენა.  

ალექსანდრე გრიგოლაშვილი სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. 

სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება გუშინ მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები