03 ოქტომბერი 2024,   13:15
ვრცლად
ცხოვრება წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე - აქცია თბილისში

გვიან ღამით საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში. სანზონაში კარდიოლოგიური ცენტრის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და მთავრობის დახმარებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები განცხადებით, მათ არც ელექტროენერგია და არც წყალი არ აქვთ. შენობაში კი, სადაც ისინი ცხოვრობენ, კანალიზაციის გაყვანილობა ამორტიზებულია.

დევნილები და სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ თუ მთავრობა მათ დახმარებას არ გაუწევს, მასშტაბურ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ. შენობაში, რომელიც სრულადაა ამორტიზებული, 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები