03 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი ებრაელ ხალხს ხანუქას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიას სინაგოგაში დაესწრო და თავადაც აანთო სანთელი.

პრეზიდენტმა სახელმწიფოს განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესში ებრაელი ხალხის როლზეც ილაპარაკა. იგი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს რელიგიის, ტრადიციების, კულტურის დაცვასა და განვითარებაში თანადგომას დაჰპირდა.

ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, საქართველოს მთავარი რაბინი, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ.

დღის ამბები