03 ოქტომბერი 2024,   13:12
ვრცლად
”პატრიარქი სიყვარულის, მამულიშვილობისა და პატრიოტობის მაგალითს იძლევა,” - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ილია მეორე ყოველთვის კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის, სიყვარულის, მამულიშვილობისა და პატრიოტობის მაგალითს იძლევა.

„ქართველმა ხალხმა ამ 37 წლის განმავლობაში ურთულესი განსაცდელები გამოიარა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის ასოცირდებით იმედთან და ნუგეშთან, ქართველი ერის, ჩვენი ხალხის. თქვენ ყოველთვის დგახართ და იდგებით ქართველი ერის გვერდით განსაცდელის ჟამს და ლხინის ჟამს. მთავრობის და მხედრობის სახელით მინდა კიდევ ერთხელ მთელი გულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გისურვებთ მხნეობას, დიდ ენერგიას და დიდხანს სიცოცხლეს. მჯერა, რომ ქართველი ხალხი თქვენთან ერთად, თქვენი ლოცვა-კურთხევით აუცილებლად გამთლიანდება, ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გასული 37 წელი გაიხსენა პატრიარქმაც, რომელმაც განაცხადა, რომ 37 წლის განმავლობასი იგი სასოწარკვეთილებას არასდროს მისცემია და ეს წლები მისთვის იყო „მზიანი ღამე,” როდესაც ის მიუხედავად ღამისა, იმედს ხედავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები