03 ოქტომბერი 2024,   13:07
ვრცლად
პრემიერსა და კულტურის მინისტრს პროკურატურაში უჩივიან

მთავარ პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავს დღეს საყდრისის დაცვის ინიციატორთა ჯგუფი. ისინი პრემიერს და კულტურის მინისტრს უჩივიან. ინიციატორთა ჯგუფი მთავარ პროკურორს მიმართავს და მოითხოვს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

ადვოკატის განმარტებით, პრემიერმაც და კულტურის მინისტრმაც დაარღვიეს კანონი და არ გამოიტანეს დადგენილება დაახლოებით ორი კვირის წინ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მიერ შეტანილ ადმინისტრაციულ საჩივარზე. ამ საჩივრით კი ჟურნალისტი საბადოზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვდა.

"პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ვალდებულები იყვნენ შეეჩერებინათ იმ ბრძანებების მოქმედება, რომელთა გამოცემის შემდეგ საყდრისზე დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშოები. მათ ამას კანონი ავალდებულებდა და რახან არ გააკეთეს, მივმართავთ მთავარ პროკურორს და მოვითხოვთ საქმის გამოძიებას," - განაცხადა მიქიაშვილმა.

დღის ამბები