05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
ფიროსმანის ნამუშევრის „სვირის“ წარმოშობის ისტორია - ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავი

რთული და ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად, ფიროსმანის ნამუშევარი სვირი ფონდებიდან ექსპოზიციაში 39 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გამოიფინა.

დროისა და უხეში რესტავრაციების შედეგად მძიმედ დაზიანებული ნიკო ფიროსმანის სვირი იმდენად სავალალო მდგომარეობაში იყო, რომ 70-იან წლებში ის საცავში ჩაკეტეს და სპეციალისტების გარდა ის აღარავის უნახავს. ერთი წლის წინ კი ახალი აღდგენითი სამუშაოები დაიწყო - რესტავრატორებმა შეუძლებელი შეძლეს და ნახატი ხელახლა გააცოცხლეს. რესტავრაციის შედეგად ნამუშევარზე ბევრი საინტერესო წვრილმანი გამოვლინდა. ფაქტობრივად, შეუძლებელი რესტავრაციის შედეგად, ნამუშევარზე გამოკვეთილმა დეტალებმა შესაძლებელი გახადა სვირის პეიზაჟის უკან, რეალური ისტორია აღმოჩნდეს.

თუმცა, არ არის გამორიცხული, ნამუშევარზე გადმოცემული მოქმედება მხატვრის ფანტაზია იყოს. პეიზაჟი რომ იმერულია და მათი სოფლის, ამაში სოფელ სვირში მაცხვორებლებს ეჭვი არ ეპარებათ.

p.s-ის ჟურნალისტი, იმერეთში, სოფელ სვირში ჩავიდა და ადგილობრივების დახმარებით არამარტო სავარაუდო ადგილი, არამედ, შესაძლოა, ნახატზე გამოსახული ადამიანები და მათი შთამომავლებიც კი იპოვა.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს.

ავტორი: თაკო მესხი.

დღის ამბები