05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
„არის დარჩენილი ძალიან მცირე ლოკალური კერები,"- "ბავშვთა სამყაროში" ხანძრის სრულად ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

ბავშვთა სამყაროში ხანძრის მცირე კერები კვლავ რჩება. მათი ლოკალიზებისთვის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და კერების სრულად ჩაქრობას დღეისთვის ვარაუდობენ.

„არის დარჩენილი ძალიან მცირე ლოკალური კერები, რომლების ლიკვიდაციას სავარაუდოდ დღის პირველ ნახევარში მოვახდენთ. მოხდა საცავის გახსნა, ყველამ თავის ქონება დანაკარგის გარეშე დაიბრუნა,“-აცხადებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.

ადგილზე მობილიზებულია 7 ეკიპაჟი და 70-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დრომდე უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდარზე გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები