05 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
"შენობაში შესვლა არის ძალიან საშიში"- მაშველები დაზარალებულ მოვაჭრეებს აფრთხილებენ

ძვირფასეულობით მოვაჭრე დაზარალებული მოქალაქეების შენობაში შეშვება არ მოხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შენობაში შესვლა აკრძალულია, რადგან ჩამოშლის საფრთხე არსებობს.

„შენობაში შესვლა არის ძალიან საშიში. შენობაში შეიძლება ყველა მომენტში რაღაც ფრაგმენტები დაზიანდეს და ჩამოვარდეს, ამიტომ ჩვენი სამსახურის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით შეუძლებელია ამ შენობაში შესვლა,“-განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა.

სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს შენობაში ამ დრომდე არის ცეცხლის რამდენიმე მცირე კერა. მათი ლოკალიზებისთვის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ცეცხლის სრულად ჩაქრობას დღეისთვის ვარაუდობენ. ადგილზე მობილიზებულია 7 ეკიპაჟი და 70-მდე მეხანძრე-მაშველი. პარალელურად გრძელდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება.

დღის ამბები